LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო მთვარეზე არ არის, თუ დედამიწაზე კორონავირუსის გავრცელების რისკია, ეს რისკი ჩვენთანაც მატულობს” – პაატა იმნაძე

276
imnadze

“კორონავირუსის გავრცელების რისკი ყოველდღიურად მატულობს” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ვირუსი ირანში გავრცელდა, საქართველოში მისი გავრცელების რისკმა კიდევ უფრო მოიმატა.

“ვიცით უკვე, რომ მეზობელ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, საქართველოსაც აქვს ეს რისკი”, – აცხადებს იმნაძე.

შეგახსენებთ, ირანში კორონავირუსით 43 დაინფიცირდა, 8 კი დაიღუპა. საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ირანთან ფრენები შეზღუდა. გადააdგილება დასაშვებია მხოლოდ სახმელეთო საზღვარზე, სადაც მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავიაკომპანიებს ირანიდან ცარიელი თვითმფრინვებით შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ.

საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს

კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან საზღვარი ჩაკეტა ერაყმა, პაკისტანმა, სომხეთმა და თურქეთმა. საავტომობილო და ავიამიმოსვლა შეზღუდა ავღანეთმა.

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g