LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩეჩნურად დავემშვიდობე“: მალხაზ მაჩალიკაშვილმა თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდია მოინახულა

849
machalikashvili-gamsaxurdia

მალხაზ მაჩალიკაშვილმა თურქეთის კლინიკაში მყოფი ცოტნე გამსახურდია მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაცია მაჩალიკაშვილმა „ფორტუნას“ დაუდასტურა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ცოტნე თავს კარგად გრძნობს.

„ჩემთვის ცოტნეს პალატაში შესვლა ძალიან მძიმე იყოს. მინდა გითხრათ, რომ თავს კარგად გრძნობს. მარცხენა ხელსა და მარცხენა ფეხს ამოძრავებს. ისიც კი მომეჩვენა, რომ ატირდა, ჩემი სიტყვები რომ გაიგონა. მე და ცოტნე შეხვედრისას რაღაც სიტყვებს ჩეჩნურად ვხმარობდით ხოლმე. ხშირად ჩეჩნურად ვესალმებოდით და ვემშვიდობებოდით ერთმანეთს. ახლაც ჩეჩნურად დავემშვიდობე. ამ დროს სახე შეეცვალა. ხელი მომიჭირა ხელზე, ძლივს გავაშვებინე. მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა თქვა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანების პალატაში შესვლაზე ცოტნე ასე რეაგირებსო. მგონი, უნდა წამოდგეს ფეხზე, ამის დიდი იმედი მაქვს. ღმერთმა ქნას, რომ ასე მოხდეს“, – განაცხადა მალხაზ  მაჩალიკაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში.

ცნობისთვის, თურქეთში ჩასვლამდე მაჩალიკაშვილი კიევში იმყოფებოდა, სადაც ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g