LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო, ჰონგ კონგის მთავრობა ყველა სრულწლოვან მოქალაქეს 1 300 დოლარს გადაუხდის

634
BeFunky-collage (12)

ანტისამთავრობო აქციებისა და კორონავირუსის გამო, ჰონგ კონგის მთავრობამ გადაწყვიტა, საკუთარ მოქალაქეებს ფინანსური წნეხის შესამცირებლად 10 000 ჰონგ კონგური დოლარი გადაუხადოს, რაც 1 300 დოლარის ეკვივალენტია. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2019 წელს აგორებულმა ანტისამთავრობო აქციებმა და კორონავირუსის ახალმა ინფექციამ მძიმე დარტყმა მიაყენეს ჰონგ კონგის ეკონომიკას, სწორედ ამიტომ, მთავრობა ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა.

ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 52 მოქალაქე - კორონავირუსის გავრცელების ახალი სტატისტიკა

ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი კორონავირუსის გავრცელების ახალი სტატისტიკას აქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით დაღუპულთა რიცხვმა 2,715-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78 ათასს აჭარბებს. რაც შეეხება ვირუსის გავრცელების ეპიცენტრს, ბოლო 24 საათში ჩინეთში ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა. გარდაიცვალა 52 მოქალაქე. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი ინფიცირებული არის ხუბეიში, სადაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 65 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს. […]

სოციალური დამხარება ერთჯერადად გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი.

ჰონგ კონგში კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ მეორე პაციენტი გარდაიცვალა. დაავადების 50 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტამდე გადაიდო.

რაც შეეხება ანტისამთავრობო აქციებს, ჰონკონგში პროტესტი ივნისის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვლილებას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით კი მათ მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

ჰონგ-კონგში პოლიციელმა აქციის მონაწილეს ესროლა (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g