მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ვინაიდან COVID-19-მა 60-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა, მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს წვდომას 12 მილიარდი დოლარის ოდენობის საწყის პაკეტზე, როგორც გადაუდებელი დახმარება გლობალური ეპიდემიის სამედიცინო და ეკონომიკური შედეგების გადალახვის მიზნით. აღნიშნული დაფინანსება სახელმწიფოებს დაეხმარება ეფექტური ზომები მიიღონ და სადაც შესაძლებელია, შეამსუბუქონ შედეგები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
80 ინფიცირებული ქვეყანა: ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ გრძელდება
მსოფლიო ბანკში განმარტავენ, რომ სახსრები განვითარებადი ქვეყნების დახმარებაზე დაიხარჯება, რათა მათი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება მოხდეს.