ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსი 80-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიოში ვირუსით დაინციფირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 91 000-მდე გაიზარდა. ფატალური შემთხვევების რაოდენობა 3 200-ს აჭარბებს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 50 944-ს აღწევს.
ჩინეთში კი საიდანაც ვირუსი გავრცელდა, დაინფიცირდა 119 და დაიღუპა 38, საავადმყოფოდან გაწერეს 2652 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ გლობალური რეცესიის თავიდან ასაცილებლად აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირა, მსოფლიო ბანკმა კი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 12 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.