LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ბატკანძერი, ოქროსფრად შეფერილი მტაცებელი ფრინველი კახეთიდან (ფოტო)

1331
02367788

დაცული ტერიტორიების სააგენტო საზოგადოებას ამჯერად ბატკანძერს აცნობს და სოციალურ ქსელში მის ფოტოს ავრცელებს.

„გაიცანით ბატკანძერი, ეს ოქროსფრად შეფერილი, ულამაზესი გულმკერდით გამორჩეული მტაცებელი ფრინველი, შავარდნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ის ძირითადად ტყეებში, მთებსა და უდაბნოებში ბინადრობს. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება ლაგოდეხში, თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, ყაზბეგსა და ჯავახეთში. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ველურ ბუნებაში 20 წლამდე აღწევს, ხოლო ტყვეობაში 40-45 წლამდე ცოცხლობს“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ბატკანძერს შეუძლია, დაუღალავად იფრინოს ზღვის დონიდან 300-4500 მეტრის სიმაღლემდე.

ზრდასრული ბატკანძერი 7 კილომდე იწონის; სიგრძე საშუალოდ 1.25 მეტრია, ფრთების შლილი კი 2.31 მეტრიდან 2.83 მეტრამდე აღწევს

ფოტო გადაღებულია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და მისი ავტორი: ნიკა ქერდიყოშვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g