LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი: მოხიბლული ვარ საქართველოს პროაქტიული რეაგირებით კორონავირუსის საფრთხეზე

608
BeFunky-collage (1)

მოხიბლული ვარ საქართველოს პროაქტიული რეაგირებით კორონავირუსის საფრთხეზე, – განცხადება აშშ-ის ელჩმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში გააკეთა. კელი დეგნანმა ვაშინგტონიდან თბილისის აეროპორტში ჩამოსვლის დღე გაიხსენა. აღნიშნა, რომ აეროპორტის პერსონალი შესაბამისად აღჭურვილი იყო და პაციენტების შემოწმებაც აქტიურად ხდებოდა.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 100 ათასს გადასცდა – ახალი სტატისტიკა მსოფლიო მასშტაბით

“როცა ვაშინგტონში მისიების ხელმძღვანელების დიდი კონფერენციიდან ვბრუნდებოდი, ჩამოვფრინდი აეროპორტში და საქართველოში შემოვედი, შევნიშნე განსხვავება: აეროპორტის მთელი პერსონალი აღჭურვილი იყო დამცავი ეკიპირებით. ისინი ყურადღებით ამოწმებდნენ პაციენტებს.

ეს იყო ძალიან ქმედითი რეაგირება და ვფიქრობ ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ძალიან უნარიანად და პროფესიონალურად ოპერირებს ლუგარის ცენტრთან თანამშრომლობით.

ეს არის კვლევითი ლაბორატორია, რომელიც მრავალი წელია მუშაობს აქ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევაზე. ამ თანამშრომლობის ფასი ახლა აშკარად სახეზეა, როცა ჩვენ კორონავირუსის საფრთხის წინაშე ვდგავართ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო თავისი რეაგირებით არის ლიდერი და ვფიქრობ, ქართველები ძალიან ამაყები უნდა იყვნენ იმ ფაქტით, რომ NCDC ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად აღმოჩნდნენ წარმატებულები იმაში, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი. ეს ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 12 ადამიანიდან 10 პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიაში მოგზაურობის ისტორიას. ამჟამად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ იტალიასთან დაკავშირებული კორონავირუსის დადასტურებულ შემთვევებთან.

ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა:”არ მინდა ეს საკითხი დამატებითი პანიკის წყარო გახდეს”

გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, ნუ დავმალავთ სიმპტომებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g