LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე პაციენტი, რომლის გაწერას დღეს ვარაუდობდნენ, ისევ კლინიკაში რჩება

167
4444

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 29 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ შეინიშნება ინფექციის მძიმე ფორმები. ახალი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც “კოვიდ-19” დღეს დაუდგინდა, საშუალო სიმძიმის კლინიკური ფორმით ფასდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა ისაუბრა. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტი, რომლის გაწერას დღეს ვარაუდობდნენ, ისევ კლინიკაში რჩება, რადგან მისი საკარანტინო პერიოდი ჯერ არ გასულა.

“განმეორებითი ტესტი კეთდება. მოწმდება ლაბორატორიულად, უკეთდება გამოკვლევები. ეს პაციენტი ჯერ არ დატოვებს კლინიკას, რადგან მისი საკარანტინო ვადა არ არის გასული. იცით, რომ 14-დღიანი საკარანტინო ვადა 20 დღემდე გაიზარდა, ამიტომ ის ჯერჯერობით ჩვენთან რჩება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გუშინ კლინიკიდან გაწერილი გამოჯანმრთელებული პირის მდგომარეობას, ეზუგბაია განმარტავს, რომ ის ამ დროისათვის თავს კარგად გრძნობს, თუმცა მისი თვითიზოლაცია ერთი კვირა გაგრძელდება. გამოჯანმრთელებული პაციენტის მდგომარეობას ეპიდემიოლოგი დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g