LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორწმუნე თუ ათეისტი, ამ ტიპის ეპიდემიების დროს საჭიროა სოციალური დისტანცირება – ამირან გამყრელიძე

542
unnamed

რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას, ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათეისტი, რომ მთავარი ღონისძიება ამ ტიპის ეპიდემიების დროს არის სოციალური დისტანცირება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, აღდგომა დღეს სახლში ვერ დავრჩები – მღვდელმსახური შალვა კეკელია

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სოციალური დისტანცირებაა.

„ყველაზე კარგი მეთოდი დღეს ამ ეპიდემიასთან ბრძოლის გახლავთ სოციალური დისტანცირება და ამიტომაც იქნა შემოღებული დღეს საგანგებო მდგომარეობა. ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საგანგებო მდგომარეობის გახლავთ ის, რომ ჩვენ სწორად და კარგად

ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა - ილია მეორე

“ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა,”-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ სინოდის სხდომაზე განაცხადა. „წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი […]

დავიცვათ სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები. თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ თავყრილობებს. ეს რაოდენობა ჩამოვიდა ათამდე, რომ 10 ადამიანზე მეტი ერთდროულად არ უნდა შეიკრიბოს დახურულ სივრცეში. ეს ეხება ყველას და რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას. ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათესტი, რომ მთავარი ღონისძიება ამ ტიპის ეპიდემიების დროს გახლავთ სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“- ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g