LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის უკვე 5 მილიონი ლარი შეგროვდა

97
8243

#StopCoV ფონდში, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის თანხას კომპანიები და მოქალაქეები რიცხავენ, დღეისათვის დაახლოებით 5 მილიონი ლარია აკუმულირებული და აქტივობა საკმაოდ მაღალია. აღნიშნულის შესახებ ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთმა მოქალაქემ და ათეულობით კომპანიამ გამოხატა სურვილი სხვადასხვა მიმართულებით დახმარებოდნენ სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში.

„კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნესის, საზოგადოების და სახელმწიფოს კონსოლიდაცია ასეთი გამოწვევის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. დარწუნებული ვართ, ამ ერთიანობით აუცილებლად გავუმკლავდებით covid 19-ს“, – აღნიშნა დაუშვილმა.

მისივე განმარტებით, ფონდში მობილიზებული თანხების ხარჯვის პროცესი გამჭვირვალე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g