პარიზში, ლუვრის მუზეუმთან ახლოს ჯარისკაცმა ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც დანით მასზე თავდასხმას ცდილობდა, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
პარიზის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელი ყვიროდა „ალლაჰუ აქბარ!“ თავდამსხმელს თან ორი შავი ზურგჩანთა ჰქონდა, სადაც, მოგვიანებით, ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.
თავდამსხმელი დაშავებულია, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ჯარისკაცი.
ლუვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხი ევაკუირებულია, მეტროსადგურმა მუშაობა შეაჩერა.
Something is going down at The #Louvre 30 National Police vehicles with guns drawn pic.twitter.com/kpLTCtVdZN
— VoiceB0xx (@voiceb0xx) February 3, 2017