ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტი, „დიდების დარბაზის წევრი“, ედ ო’ბრაიენი, „ტვიტერზე“ პოსტს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ სავარაუდოდ, კორონავირუსითაა ინფიცირებული.
„ბოლო დღეების განმავლობაში გრიპის მსგავსი სიმპტომები მაქვს, დავკარგე ყნოსვისა და გემოს შეგრძნებაც. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, კორონავირუსია. ტესტირება არ გამიკეთებია, რადგან ვფიქრობ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ანალიზი ჩემზე მეტად სჭირდებათ“– წერს მუსიკოსი.
Sending love and strength EDX pic.twitter.com/tCAyzqMwkB
— Ed O'Brien (@EOBOfficial) March 23, 2020
შეგახსენებთ, ედ ო’ბრაიენი გამოცემამ Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო გიტარისტებს შორის დაასახელა.