LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათონის მთის მონასტრის ბერს კორონავირუსი დაუდგინდა

306
BeFunky-collage (3)

ათონის მთის მონასტრის ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას Orthodox Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, “კოვიდ 19”-ით ინფიცირებული ბერი ამჟამად, სალონიკის AHEPA-ს უნივერსიტეტის საავადმყოფოში იმყოფება.

გავრცელებული ცნობით, ბერი სავარაუდოდ, მონასტრის დელეგაციასთან ერთად ინგლისში იმყოფებოდა. გამოცემის ცნობით, ამავე მონასტერში მცხოვრებ სხვა ბერებს ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ და მონასტერში თვითიზოლაციაში რჩებიან.

ეს არის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ათონის მთაზე. შეგახსენებთ,  გასულ კვირას, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, კარიბჭე მომლოცველთათვის დახურეს.

ათონის მთა კორონავირუსის გამო დაიხურა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g