LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ვაქცინა კანადაში უკვე შექმნილია, მისი ერთ-ერთი ავტორი ქართველი მეცნიერია

545
vvvvvvvvvvvvvvv

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნილია – მისი ერთ-ერთი ავტორი ქართველი მეცნიერი გიორგი ბაბუაძეა.

ამის შესახებ “ფორმულა” ექსკლუზიურ ინტერვიუში გვიყვება.

თუმცა მხოლოდ შექმნა არ არის საკმარისი. ვაქცინა სანამ მომხმარებლამდე მივა გარკვეული ფაზები უნდა გაიაროს.

ამ ეტაპზე კი, მეცნიერები პრეკლინიკურ ფაზაში არიან, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა მიმდინარეობს და თუ ცხოველებზე ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, პრეპარატის გამოცდის შემდეგ ფაზაში მოხალისეები ჩაერთვებიან.

“მთლიანობაში, სჭირდება ერთი ან ორი წელი ვაქცინის გამოგონებიდან, მაგრამ რაკი ახლა, ასეთი პანდემიური სიტუაციაა, მთელი მსოფლიო კონცენტრირებულია ამ დაავადებაზე, ალბათ 1 წელი დასჭირდება”, – ამბობს გიორგი ბაბუაძე.

ქართველი მეცნიერი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის შესწავლა დიდი ხანია მიმდინარეობს. სწორედ იმის გამო, რომ ვირუსი კარგად შესწავლილი იყო ვაქცინა 2 თვეში შეიქმნა.

“კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების გარკვეულ ჯგუფს, რომელშიც ერთიანდება დაახლოებით 11-მდე სხვადასხვა სახეობა და შტამი. ამ 11 სახეობიდან ადამიანისთვის პათეგონურს წარმოადგენდა 6 სახეობა, კოვიდ-19 მეშვიდეა. ეს ვირუსი დიდი ხანი შესწავლილია. 2003 წელს იყო პირველი აფეთქება, მაშინ გამოჩნდა “სარს”-ი, მწვავე რეპირატორული სინდრომი და მეცნიერებმა მაშინვე დაიწყეს შესწავლა. უბრალოდ, რაკი ახლა ახალი შტამი გამოჩნდა, საჭირო გახდა ხელახალი შესწავლა და  დამატებითი კვლევის ჩატარება”, – ამბობს ბაბუაძე.

თავად გიორგი ბაბუაძე 13 წლის განმავლობაში საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მუშაობდა.

რამდენიმე წლის წინ კი, ბერლინში საკუთარი ხელმძღვანელი გაიცნო, რომელსაც საკუთარი ხედვები გააცნო და 3 წლის შემდეგ ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფს შეუერთდა.

მისი გუნდის ხელმღძვანელი ცნობილი მეცნიერი გარი კანინგემია.

„სწორედ მაშინ შეიქმნა დე ენ ემის პლატფორმა, რამაც საშუალება მისცა მეცნიერებს სხვადასხვა ვაქცინებისა და ანტიგენების ჩაშენების მეშვეობით ებრძოლათ ისეთ დაავადებებთან, როგორიც არის ებოლა, ჩვენი გუნდის ხელმღძვანელი არის ძალიან ავტორიტეტული და ცნობილი გარი კანინგემი, რომელმაც სახელი მოიხვეჭა ებოლას წინააღმდეგ შემნილი იმუნო თერაპიის შექმნის შემდეგ,“-აღნიშნა გიორგი ბაბუაძემ.

თუმცა გარი კანინგემის ჯგუფი არ არის ერთადერთი, რომელიც კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინას ქმნის, კორონავირუსთან საბრძოლველად არაერთი მეცნიერთა ჯგუფი იბრძვის.

https://www.facebook.com/TVFormula/videos/1571709306328608/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g