უკვე რამდენიმე თვეა, პრესა აქტიურად განიხილავს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სკანდალური დაშორების ფაქტებს, თუმცა თავად მსახიობები ამ დრომდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდნენ.
რამდენიმე დღის წინ, სიჩუმის დარღვევა ჯოლიმ გადაწყვიტა და BBC-ის გულახდილი ინტერვიუ მისცა: „არ მინდა განქორწინებაზე ბევრი ვილაპარაკო, გეტყვით იმას, რომ ეს ძალიან რთული ეტაპი იყო და ჩვენ ყოველთვის ერთი ოჯახი ვიქნებით. ამ პერიოდსაც გადავიტანთ და იმედი მაქვს, უფრო გავძლიერდებით“, – განაცხადა მსახიობმა.
კითხვაზე, სად ხედავს თავის თავს ხუთი წლის მერე, მან უპასუხა, რომ იმედი აქვს, რომ ისევ ძალებით აღსავსე იქნება და ბევრს იმოგზაურებს. „იმედი მაქვს, ჩემი შვილები ბედნიერები იქნებიან და იმ საქმით დაკავდებიან, რაც თავად უნდათ, მე მათ ყველაფერში ხელს შევუწყობ“, – განაცხადა ჯოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ვარსკვლავი თავისი ფილმის მხარდასაჭერ ტურნეში კამბოჯაში იმყოფება.