LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანკტ-პეტერბურგის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

67

5 მარტს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიების ფარგლებში, სანკტ-პეტერბურგის ქ. 2/84-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაცით, მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g