LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მობილურები, ტელევიზორები, კომპიუტერები – რომელი ქვეყნებისგან ვყიდულობთ ტექნიკას?

164
ubuntu-touch-developers-main-focus-is-unity-8-convergence-for-ubuntu-phones-496936-2

საქართველოში გასულ წელს ჯამში, 158 686 500 აშშ დოლარის ღირებულების მობილურები; 107 553 400 დოლარის – კომპიუტერული ტექნიკა; 27 454 000 დოლარის – ტელევიზორები, 7 747 800 აშშ დოლარის ფოტო და ვიდეო კამერები შემოვიდა. ამის შესახებ საუბარია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფოგრაფიკაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, მობილური ტელეფონების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს არაბთა გაერთიანებული საამიროები, საიდანაც 97 404 500 აშშ დოლარის ღორებულების მობილურები შემოვიდა; მას მოსდევს – რუსეთი – 29 594 800 დოლარით; მე-3 ადგილზეა ჩეხეთი – 18 322 100 აშშ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ჰონგ-კონგი და ვიეტნამი ინაწილებენ.

კომპიუტერული ტექნიკის კუთხით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ნიდერლანდები ლიდერობს, მას მოსდევს ჩინეთი და სამხრეთ კორეა. ყველაზე დიდი რაოდენობით ტელევიზორები საქართველოში ჩინეთიდან შემოდის, საქართველოსთვის ფოტო და ვიდეო კამერების მომწოდებელი ნომერ პირველი ქვეყანაც ასევე ჩინეთია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g