ქუთაისში, პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ მორიგი პერფორმანსი გამართა. მან ყოფილ საკანონმდებლო ორგანოსთან პასკა, წითელი ღვინო, სანთელი მიიტანა და წითელი კვერცხი გადააგორა.
როგორც გოგი წულაია აცხადებს, ეს პერფომანსი სიმბოლურად საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს გარდაცვალებას ასახავს.
“როდესაც პრემიერ-მინისტრი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებთან მისვლას არ კადრულობს, ის პარლამენტი არის მკვდარი და მას, როგორც გარდაცვლილს, ისე უნდა მივაგოთ პატივი”, – აცხადებს წულაია.
ფოტო: newpress.ge