“დღეს კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა”,-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვითარება სტაბილურია და დაბალი ლეტელობა ნარჩუნდება.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ ინფექციონისტებისა და ექიმების შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა ეს შეხვედრა მოეწყო ლევან რატიანის ინიციატივით და იყო პირველი მცდელობა, რომ ერთად შეკრებილიყვნენ ის ექიმები, რომლებიც ყველაზე უფრო აქტიურად არიან ჩართული „კოვიდ 19“-ის ინფექციასთან ბრძოლაში.
ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან – თენგიზ ცერცვაძე