“დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს, რომ სოფლებისგან განსხვავებით, ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები”- ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
“სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში და მეგობრებში გადასვლას საქეიფოდ.სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას. სამწუხაროდ, ახლა შედეგებს ვიმკით, ის რაც ხდება ბოლნისში, თეთრიწყაროში,”-აღნიშნა იმნაძემ.
თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მისივე თქმით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან დადასტურებულია 29 შემთხვევა.ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 485 ადამიანი, მათგან 136 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 522.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
“პიკს თვის ბოლოს მოველით”- ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს