LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

101
91787607-2589546034615992-5707987025005641728-o

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 95 წლის ქალი გუშინ დილით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა დაადასტურა პაციენტის გარდაცვალება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს კოვიდ ინფექციასთან ერთად სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

COVID-19-ის დიაგნოზი ოკუპირებულ აფხაზეთში 95 წლის ქალს 11 აპრილს დაუსვეს, თუმცა ადგილობრივი ექიმების განცხადებით, პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა და საავადმყოფოში მისი გადაყვანა მხოლოდ 20 აპრილს მოხდა, მას შემდეგ რაც მდგომარეობა უკიდურესად გართულდა.

პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g