ადამიანებს, რომლებსაც ადრე სხვა ვირუსები არ აქვთ გადატანილი, შესაძლოა კოვიდ-19-ის მიმართ იმუნიტეტი მაინც ჰქონდეთ, აცხადებს ბერლინის კლინიკა Charite-ის წამყვანი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი.
გერმანელი ვირუსულოგი აღნიშნავს, რომ გამოიკვლიეს T-უჯრედების რეაქტიულობა SARS-CoV-2-ის მიმართ პაციენტების ორ ჯგუფში: ვინც ინფიცირებული იყო ახალი კორონავირუსით და ვინც არ დაინფიცირებულა.
„ძალიან უცნაურია, თუმცა ვინც ამაზე მუშაობს, ბევრს არც გაკვირვებია, რომ ადამიანების 34%-ს აღმოაჩნდა რეაქტიული T-უჯრედები, მიუხედავად იმისა, რომ მათ არასდროს ჰქონიათ კონტაქტი SARS-CoV-2-თან“.
ვირუსულოგი აღნიშნავს, რომ კვლევების მიხედვით, რიგ კორონავირუსებს, რომლებიც გაციებას იწვევს, კოვიდ-19-ის მსგავსი ნაწილები აქვთ და T-უჯრედების სტიმულირება შეუძლიათ, რომლებიც გარკვეულ მომენტამდე ეწინააღმდეგებიან როგორც გაციების გამომწვევ კორონავირუსებს, ასევე უშუალოდ SARS-CoV-2-ს.
გერმანელი ვირუსოლოგის თქმით, ეს არ შეიძლება განვაზოგადოთ და ვთქვათ, თითქოს ახალი კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი მოსახლეობის მესამედს აქვს, თუმცა გვხვდება დაავადების, პრაქტიკულად, უსიმპტომო მიმდინარეობა. ეს კი შეიძლება სწორედ იმუნიტეტის არსებობით აიხსნას, რომელიც ადამიანს სხვა კორონავირუსების გადატანის შედეგად გამოუმუშავდა.