ფლორიდას შტატის პოლიცია იკვლევს უცნაურ ავარიას, რომელიც თეთრი ფერის Cadillac XTS–ის ხანდაზმულმა მძღოლმა გამოიწვია. სააგენტო Fox 13–ის ინფორმაციით, პენსიონერის ავტომობილი ორ სხვა ავტომობილზე აღმოჩნდა გაჩერებული. Facebook–ზე გავრცელებული ვიდეო სიტუაციაში გარკვევას ნამდვილად არ ამარტივებს.
თვითმხილველებმა გადაიღეს, თუ როგორ უცნაურად დაპარკინგდა Cadillac XTS. ავტომობილი უკან სვლით წავიდა, ყველა დაბრკოლებას გადაუარა და საბოლოო ჯამში იქვე გაჩერებული Dodge Journey-სა და Volkswagen Jetta–ს სახურავებზე აღმოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ ასაკოვანი მძღოლი და მისი თანამგზავრი სალონის დატოვებას არ ჩქარობენ. ისინი უვნებლად გადარჩნენ, თუმდა სიმაღლეზე აღმოჩენის შემდეგ ავტომობილიდან დამოუკიდებად გადმოსვლა ვერ გაბედეს.
სავარაუდოდ, ამერიკელს შეეშალა და დამუხრუჭების ნაცვლად სიჩქარეს მოუმატა, შემდეგ კი მანევრირება სცადა. მისი ავტომობილი ყველაზე ნაკლებად დაზიანდა, რასაც დანარჩენებზე ვერ ვიტყვით.