სოციალურ ქსელში დიდი გამხმაურება მოჰყვა იტალიაში, ქალაქ გრავინაში მომხდარ ფაქტს.
პიროვნებამ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე “ზაოდი” დააწერა.
ამ თემასთან დაკავშირებით, სიახლე ვრცელდება. როგორც პულიას რეგიონის ქალაქ გრავინას მერმა, ალესიო ვალენტიმ ვიდეო მიმართვისას განაცხადა, აღნიშნული პიროვნების დედამ შვილის მიერ მემორიალზე “ზაოდის” მიწერისთვის გასუფთავების ნებართვა ითხოვა.
მერი აღნიშნავს, რომ მშობლის მხრიდან ეს მისაბაძი და დასაფასებელი საქციელია.
“ერთი ცუდი და მეორე კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის.
ეს მონუმენტი ბევრს ნიშნავს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რადგან გვახსენებს ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ პირველი მსოფლიო ომის დროს. ეს არის ჩვენი ქალაქის ღირსება და თავისუფლება. ვიღაცამ კი მოინდომა მისი შეურაცხყოფა და ეს არ არის მარტო მონუმენტის შეურაცხყოფა, ეს არის მთელი გრავინას, ჩვენი სამშობლოს შეურაცხყოფა!
ახლა, რაც შეეხება კარგ ამბავს – მინდა გიამბოთ მამაც დედაზე, რომელმაც გაბედა და თავისი შვილი ამხილა ამ საქციელში. მხოლოდ ორჯერ შემხვდა ამ რვა წლის განმავლობაში შემთხვევა, როდესაც ოჯახმა უჩივლა შვილს და ბოდიში მოუხადა მთელს ქალაქს. ეს ჭრილობა დიდხანს დაგვრჩება, მაგრამ ნელ-ნელა შეხორცებას დაიწყებს, ასეთი საქციელების გამო. მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს სწორად მოქცევა, არ უნდა დაფარონ მათი ცუდი საქციელი.
მინდა მოვეფერო ამ ქალს და მინდა ბევრი იყოს მასსავით მამაცი” – ყვება ალესიო ვალენტე ვიდეომიმართვაში. ქალაქის მერი დასძენს, რომ წარწერა წაშალეს და მალე მემორიალი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
https://www.facebook.com/alesiovalente2/videos/1167099903682358/