LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოელ ექთანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

111
BeFunky-collage

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს მესამედ ჩატარებული „პისიარ“ ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მედიკოსი ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, იზოლაციაში იმყოფებოდა. მან  კლინიკა უკვე დატოვა.

საქართველოში 72 მედიკოსია ინფიცირებული.თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ეს მაღალი მაჩვენებელია, რადგან ქვეყანაში ინფიცირებული 626 პაციენტიდან 10% მედპერსონალია. თუმცა თენგიზ ცერცვაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ეს რაოდენობა ევროპის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია.

ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში – ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან მცირდება – ცერცვაძის განცხადება

ჩვენ გვაქვს უპირატესობა ევროპის ქვეყნებთან, თვით გერმანიასთანაც კი – ცერცვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g