ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, საბოლოო წარმატება, ეს არის ეტაპური, ამ მომენტისთვის წარმატება, ჩვენ ვდგევართ ახლა კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იხსნება შეზღუდვები, იხსნება ქვეყანა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე – გადავლილია თუ არა პიკი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ამის თქმა გარანტირებულად არ შეიძლება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან მცირდება – ცერცვაძის განცხადება
„11 მაისიდან გაიხსნება დიდი ქალაქები. მანქანების მოძრაობა აღდგენილია, გარკვეული აქტივობები აღდგენილია, მოხდება ეტაპობრივი აღდგენა. გაიხსნება მაღაზიები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა, რამდენადაც ვიცი.
თუ რამე სისულელე არ ჩავიდინეთ, არ მოვაწყვეთ თავყრილობა, შემთხვევათა მატება არ უნდა იყოს - ცერცვაძე
"მგონია, რომ ჩვენ დავძლიეთ პირველი და ყველაზე მძლავრი შემოტევა კორონავირუსისა, მინიმალური დანაკარგით. "
რაც ყველაზე მთავარია, გუშინ და გუშინწინ ანონსდებოდა ტურისტული სეზონის გახსნა სასტუმროების ამოქმედება, ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე, როდესაც არ არის იმის საფრთხე, რომ ამას ვაკეთებთ განწირულობიდან გამომდინარე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას მძიმე მდგომარეობა აქვს და მაინც აკეთებს ამას, რადგან სხვა გზა არ აქვს.
ჩვენ გვაქვს უპირატესობა ევროპის ქვეყნებთან, თვით გერმანიასთანაც კი – ცერცვაძე
წარმატებად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსნებით და ეს მოხდება რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, ეს იქნება წარმატება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.