„ექსპერტები ამბობდნენ, რომ აპრილის ბოლოს იქნებოდა პიკი და შემდეგ პლატო, რის შემდეგაც დაღმასვლა დაიწყებოდა. მე ვიტყოდი, რომ ახლა არის პლატო, პიკი არ გამოდგა ციცაბო და იყო პლატოსებური“, – განუცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს მცხეთაში, სადაც სამედიცინო ცენტრში შეხვედრა გამართა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში ახალი პაციენტების რიცხვი თანდათან მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება.
ჩვენ გვაქვს უპირატესობა ევროპის ქვეყნებთან, თვით გერმანიასთანაც კი – ცერცვაძე
დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა.საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 626 გახდა, ხოლო გამოჯანმრელდა 297 პაციენტი.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459 პირი.
ინფორმაციისთვის, 626 ადამიანიდან 297 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა.