LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია – თენგიზ ცერცვაძე

146
cercvadze-3

“წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და მას, როგორც პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებას ვერ განვიხილავთ”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამინდელი პოზიტიური ტალღა შეინარჩუნოს, მოსახლეობამ მინიმუმ სამი აუცილებელი წესი მაინც უნდა დაიცვას.

“მინიმუმ სამი წესი მაინც უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები ამით არ შემოიფარგლება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავება. ის უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია. მხოლოდ მაშინ ჩავთვლით, რომ საქართველო პანდემიას გაუმკლავდა, როდესაც ეს შეზღუდვები სრული მასშტაბით მოიხსნება და საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g