LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოს გზების რეკონსტრუქციისთვის 1 მლნ ლარია გამოყოფილი

102

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში ღორჯომის ხეობას ესტუმრა.

ღორჯომელებთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ იმ ახალი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით უკვედაგეგმილია, კერძოდ, ღორჯომის მთავარი მეჩეთის მიმდებარედ მოხდება მდინარის კალაპოტის გაფართოება. პროექტირების სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

დაგეგმილია და უახლოეს მომავალში დაიწყება ასევე ღორჯომის ცენტრის რეაბილიტაცია, მოეწყობა სპეციალური სკვერი.

2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე დაგეგმილია 8 კილომეტრი გრძივი ასფალტო-ბეტონის საფარისმოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 მილიონ 15 ათასი ლარი. აჭარის საგზაო დეპარტამენტი ხულოს მუნიციპალიტეტში 45 ხელოვნურინაგებობის (ფერდსამაგრი კედელი, გაბიონები) მოწყობას გეგმავს.

გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისა, ზურაბ პატარაძემ ქვეყნისა და რეგიონისათვის უმნიშვნელოვანეს საგზაო პროექტზე – ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა, რომელიც მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს კურორტ „გოდერძის“ განვითარებას.

ზურაბ პატარაძემ ღორჯომის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილ პროექტ „ამაგის“ მნიშვნელობას, რომელიც მუნიციპალიტეტებში „აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების“ ჩამოყალიბებას და სოფლის მეურნეობაში მათ აქტიურ ჩართულობასგულისხმობს.

https://www.youtube.com/watch?v=ljVwIoAfRFo&t=5s

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g