LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზახაროვა ჩამოვიდეს და ყველაფერს ვაჩვენებ”: ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას პასუხობს

451
ea2a5082-0582-4c43-95ee-ffda9777192d-640

რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას, ლუგარის ლაბორატორიის შედეგების გადამოწმებასთან დაკავშირებით, საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პირადად არაერთი რუსი მაღალჩინოსანი მოუწვევია საქართველოში, მათ შორის ქვეყნის ჯანდაცვის უწყებიდან. მისი თქმით, 2018 წელს ცენტრში მიიწვიეს 21 ქვეყნის დელეგაცია, სადაც რუსეთმა მონაწილეობისგან თავი შეიკავა. აღნიშნული კვლევის შედეგები გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე. გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ნამყოფია რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიოლოგიური სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორიც.

„საფუძვლიანად შესწავლილია ყველაფერი, ეს გამჭირვალეა. რაპორტი დევს ჟენევის ბიოლოგიური უსაფრთხოების სამდივნოს ვებგვერდზე, დევს ჩვენს საიტზეც, ყველა ენაზე. გარდა ამისა, შარშან საქართველოს ე.წ. მზადყოფნის შეფასება გაკეთდა. ერთი ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გააკეთა და მეორე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, სადაც ლუგარის გარდა ქვეყნის მთელი ლაბორატორიული სისტემები შეისწავლეს. ასევე შესწავლილი იყო ჩვენი რეაგირების მექანიზმები, თუ რამდენად მზად ვართ. რუსებს არ სჯერათ და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, რუსეთის აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სინჯების გადასამოწმებლად ანალიზები არ იგზავნება ჩრდილოელი მეზობლის ლაბორატორიებში. გამყრელიძემ რუსეთის საგარეო უწყების პრესპიკერი კიდევ ერთხელ მოიწვია საქართველოში ლუგარის ცენტრის სანახავად.

„რატომ არ ვაგზავნით სინჯებს გამოსაკვლევად სანკ-პეტერბურგში, მოსკოვში, რატომ არ ვაგზავნით სხვაგან? რადგან ეს ყველაფერი კეთდება ლუგარში და არ გვჭირდება დასადასტურებლად იქ გაგზავნა. ზუსტად ამაზე ნერვიულობენ, განიცდიან ამ საკითს და გადაჰყავთ შემდეგ პოლიტიკურ კონტექსტში. აღარ ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება, მეცინება კიდეც. ზახაროვა ჩამოვიდეს და ყველაფერს ვაჩვენებ. ქალბატონი ზახაროვა ერთხელ პირდაპირი ეთერით მოვიწვიე. რას ელოდებიან? რამდენჯერმე წერილობით არიან მოწვეულები. პირადადაც შეხვედრილი ვარ საერთაშორისო თავყრილობებზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანსამბლეაზე. წინა მინისტრს ძალიან კარგად ვიცნობდი და ნათქვამი მაქვს მისთვის, მისი მოადგილისთვის, საგარეო განყოფილების დეპარტამენტის უფროსისთვის. პირდაპირი ეთერით მოწვეული მყავს ბატონი ონიშენკოც, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ის იყო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი. ახლა დუმის წევრია და იქიდან გვმოძღვრავს. პირადად მითქვამს მისთვის, ჩამოდი და გაჩვენებ ყველაფერს, თუმცა ავალებენ რა უნდა თქვას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პოპულალურები