LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლებში არსებული კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები კვლავ დახურული დარჩება

135
8daf875b02eb0982e2eac0810a18d8d1

სავაჭრო ცენტრების გახსნის შემდეგ, მოლებში არსებული კინოთეატრების, გასართობი ცენტრებისა და კვების ობიექტების საქმიანობა კვლავ აკრძალული იქნება.

ჯანდაცვის მინისტრმა სავაჭრო ცენტრებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აკრძალულია სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

დოკუმენტის თანახმად, ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, სავაჭრო ცენტრებმა აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.

„ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს,” – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით ვიგებთ, რომ მაღაზიებში ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.

შეგახსენებთ, ქვვეყანაში 1-ლი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია ტიპის მაღაზია, მათ შორის, მოლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g