ფიტნესი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს. როდესაც ადამიანები ფორმაში ჩადგომას გადაწყვეტენ ხოლმე, ამისთვის მრავალი გზიდან ყველაზე მოსახერხებელს ირჩევენ. თუმცა, როგორც ამერიკელმა მედიკოსებმა დაადგინეს, ყველაზე ეფექტური გზა – კომპლექსური მიდგომაა. სწორი კვება და ვარჯიში სასურველი შედეგის მიღწევას ბევრად მარტივს გახდის.
ფიტნესი ადამიანს არა მხოლოდ ფორმაში ჩადგომაში ეხმარება, არამედ ორგანიზმს მუდმივად ტონუსში ამყოფებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს და ზოგადად, იმუნიტეტის დაცვით ფუნქციას აძლიერებს. გარდა ამისა, სპორტი სტრესისა და დეპრესიის დასამარცხებლადაც საუკეთესო საშუალებაა.