რუმინელმა მეწაღემ გადაწყვიტა, რომ ხალხს სოციალური დისტანციის დაცვაში დახმარებოდა და ამისთვის სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა. ფეხსაცმლის ზომა 75–ია და თუკი გადაადგილების სირთულეს არ ჩავთვლით, საჭირო დისტანციის დასაცავად ის მართლაც იდეალურია.
გრიგორი ლუპი უკვე 39 წელია ტყავის ფეხსაცმელებს თეატრებისა თუ ფილმებისთვის კერავს. კორონავირუსის გამო კი შეკვეთები რამდენიმე თვეა აღარ მიუღია.
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე მეწაღემ შეამჩნია, რომ ხალხი სოციალურ დისტანციას არ იცავს და ახალი ფეხსაცმლის იდეაც სწორედ ასე გაჩნდა.
„თუკი ორი ადამიანი ერთმანეთს ესაუბრება და ამ დროს მათ ჩემი ფეხსაცმელები აცვიათ, დისტანცია ზუსტად 1,5 მეტრი იქნება, ეს კი სრულებით საკმარისია“ – უთხრა გრიგორმა გამოცემა Reuters-ს.
ერთი წყვილი ფეხსაცმლის ფასი 115 დოლარია და მეწაღემ უკვე 5 შეკვეთა მიიღო.
Grigore Lup, a Romanian shoemaker, came up with the idea of long-nosed leather size 75 shoes to help keep people apart and respect the rules of social distancing https://t.co/9l37HlbPwh pic.twitter.com/UCHKAtVrBc
— Reuters (@Reuters) June 2, 2020