LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი ბორჯომის ტყის გადასარჩენად

386

ბიზნესი ბორჯომის ტყის გადასარჩენად – 2008 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადამწვარი ბორჯომის ტყეები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, ბუნება შველას ადამიანებისგან ითხოვს. სწორედ ამიტომ, „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტომ“ (BIA) და სატყეო სააგენტო კომპანია ”თრიფექსმა” ერთად ბორჯომის ხეობის გადარჩენის პროექტი შეადგინა.

შეგახსენებთ, ბორჯომის ტყე–პარკის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა დიდი ინტენსივობით მოიცვა მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული თითქმის 1000 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად – 100% განადგურდა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება, დამძიმებულია ეროზიული ფონი და ტყის მასივი კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. მათივე ცნობით, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის; საქართველოში დღემდე არ არსებობს ხანძრისაგან განადგურებული ტყის ხელოვნურად აღდგენის პრეცედენტი.

”კამპანიის ფარგლებში,შეიქმნა ვებ–გვერდი,სადაც კომპანიები და ფიზიკური პირები შეძლებენ ონლაინ რეჟიმში შეიძინონ და დარგონ ხეების სასურველი რაოდენობა და თვალი ადევნონ პროცესს – რამდენი ხე დაირგო კამპანიის ფარგლებში, რამდენი ჟანგბადი გამოიმუშავა მათ მიერ დარგულმა ნერგმა და თვალყური ადევნონ ხეების ზრდისა და მოვლა–მონიტორინგის პროცესს 5 წლის განმავლობაში”, – აცხადებენ „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოში”.

მათივე ცნობით, კამპანიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დაფიქსირდება ტყის ხელოვნურად სრულად აღდგენის პირველი პრეცედენტი საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g