LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ქალს მამაკაცზე საშუალოდ 460 ლარით ნაკლები ხელფასი აქვს

155
xelfasi

2020 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1 პროცენტით (110.0 ლარით) გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა.

2020 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 596.4 ლარი (წლიური ზრდა 37.1 პროცენტი);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 887.9 ლარი (წლიური ზრდა 7.8 პროცენტი);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 794.8 ლარი (წლიური ზრდა -0.2 პროცენტი);
  • მშენებლობა – 1 703.0 ლარი (წლიური ზრდა 9.5 პროცენტი);

2020 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 960.4 ლარით, ხოლო კაცების – 1 423.9 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 84.3 და 129.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები