LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს გამოუყოფენ და გადასახადისგან გაათავისუფლებენ

173
img-0863-2020-06-16-06-35-35-420424

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი ვარკეთილში ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ფართს გამოუყოფენ. მათ წლის ბოლომდე გადასახადისგან გაათავისუფლებენ. ამ დროისათვის ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ამის შესახებ გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა. დაზარალებულებს სხვა დახმარება, საჭირო პროცედურების დადასტურების შემდეგ გაეწევათ.

„ამ ეტაპზე ზარალის დაანგარიშება და იმ პირების იდენტიფიცირება ხდება, ვინც ამ ფართებით სარგებლობდნენ. პირველ რიგში, მათი საქმიანობის სფერო უნდა აღდგეს. პროცესი დაიწყება ხვალიდან და ამ ადამიანების სავაჭრო ფართებით დაკმაყოფილება მოხდება. მოვაჭრეები ასევე განთავისუფლდებიან გადასახადისგან, პირობითად წლის ბოლომდე, რაც შეამსუბუქებს იმ სიტუაცის, რაც ახლა აქ არის. სხვა შესაბამისი დახმარებები უკვე ზარალის დადასტურების შემდეგ გაეწევათ. ინდივიდუალურად იქნება განხილული ყველა მოვაჭრის საკითხი და მიდგომაც იქნება ინდივიდუალური”, – აცხადებს დოხტურიშვილმა.

ფოტოამბავი: დამწვარი ვარკეთილის ბაზრობა და დაზარალებულები

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია. შსს-ში გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით არის დაწყებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g