LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი მანქანა სავსე იყო ხალხით და ეს რიცხვი გასაკვირი არ არის”- შაქარაშვილის ბიძა დაკავებულებზე

689
BeFunky-collage (2)

გიორგი შაქარაშვილის ბიძა ადასტურებს, რომ მისი ინფორმაციითაც, საქმეზე 17 პირია დაკავებული. მირიან ნიკოლაძე გამოძიებას ნდობას უცხადებს და ამასთან, აღნიშნავს, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება გამოიკვეთოს დაკავებულების საქმეში გიორგი შაქარაშვილთან მიმართებით.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

“ჩვენთვისაც ცნობილი გახდა რომ დააკავეს 17 ადამიანი. სავარაუდოდ, როგორც ჩადენილი ქმედებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, ეს შეიძლება იყოს ძალადობა, ძალადობის ორგანიზება, შესაძლებელია რიგ შემთხვევებში საქმე გვქონდეს ხულიგნობასთან და დანაშაულის დაფარვასთან”- ამბობს შაქარაშვილის ბიძა.

პოლიციამ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან “ტოიოტა ქამრის” მძღოლი და მგზავრი, მორაგბეები – არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე.

“ეს არიან ის დამიანები, ვინც კონფლიქტში იღებდნენ მონაწილეობას, ორი მანქანა სავსე იყო ხალხით და ეს რიცხვი გასაკვირი არ არის”- აცხადებს შაქარაშვილის ბიძა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმესთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, გუშინ დაკრძალეს.

ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ

“ჩემი შვილი ამბობს, აივანზე ვიდექი, რომ გამოვედი, ვიღაცამ კედელზე მიმახეთქაო” – შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა

ვიდეო: „ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ“: შაქარაშვილის თამაშის კადრები – „საბურთალოს“ დამშვიდობება

,,მომავალს ნათელს, სამშობლოს ვფიცავ” – გიორგი შაქარაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა მეგობრებთან ერთად (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g