შსს-მ გენერალურ აუდიტორზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინფორმაციით, მას გუშინ კლუბ-ლაუნჯ ”ელ ცენტროში” ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.