LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი სასამართლოს წინაშე წარდგნენ

2124
safe-image

ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა. ლონდონის სასამართლოში ისინი რა თქმა უნდა ცალ-ცალკე მივიდნენ.

ემბერ ჰარდი სასამართლოს შენობისკენ თავის დასთან ერთად ხელჩაკიდებული მიემართებოდა, მას თან ასევე ადვოკატი და შეყვარებული, ბიანკა ბუტი ახლდა.

ექს-მეუღლეებს პირბადეების ნაცვლად პირზე შარფები ჰქონდათ აფარებული. ემბერს შავი, კლასიკური კაბა ეცვა, ჯონს კი მუქი ლურჯი, კლასიკური კოსტიუმი.

ცნობისთვის,  ჯონი დეპს სურდა ემბერ ჰარდისთვის სასამართლოში გამოცხადების უფლება წაერთმია, თუმცა, აღნიშნული წინადადება მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ასევე ცნობილი გახდა, რომ სასამართლოზე ჯონი დეპის ყოფილ შეყვარებულებს, ვანესა პარადისსა და უაინონა რაიდერს დაკითხავენ.

შეგახსენებთ ემბერ ჰარდმა ჯონი დეპს ბრალი ოჯახურ ძალადობაში დასდო, „ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა“ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანა, თუმცა, რეალობა სრულიად სხვა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, „ჯეკ ბეღურაზე“ საყვარელი ქალი თავად ძალადობდა. სოციალურ ქსელებში ექს-მეუღლეების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც თავად ემბერ ჰერდი ადასტურებს ფაქტს, რომ მეუღლეს ფიზიკურად თავად უსწორდებოდა.  სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ემბერ ჰარდი ჯონი დეპს ერთდროულად, ილონ მასკთან და კარა დელევინთან ღალატობდა.