LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპსა და ემბერ ჰარდს ადვოკატები სასამართლო პროცესზე ცალ-ცალკე მისვლას ურჩევენ

227
safe-image

ვარსკვლავური წვილის, ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის განქორწინება, თამამად შეიძლება ჰოლოვუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და სკანდალურ პროცესად ჩავთვალოთ. ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ემბერ ჰარდმა ჯონი დეპს ბრალი ოჯახურ ძალადობაში დასდო, „ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა“ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანა, თუმცა, რეალობა სრულიად სხვა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, „ჯეკ ბეღურაზე“ საყვარელი ქალი თავად ძალადობდა.

სოციალურ ქსელებში ექს-მეუღლეების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც თავად ემბერ ჰერდი ადასტურებს ფაქტს, რომ მეუღლეს ფიზიკურად თავად უსწორდებოდა.  სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ემბერ ჰარდი ჯონი დეპს ერთდროულად, ილონ მასკთან და კარა დელევინთან ღალატობდა. მოკლედ, როგორც ხედავთ, სიტუაცია საკმაოდ ჩახლართული და სკანდალურია.

სასამართლო პროცესი უკვე ჩანიშნულია, ის რამდენიმე საათში გაიმართება. წყვილის ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებს პროცესზე ცალ-ცალკე მისვლას ურჩევენ, რათა კიდევ ერთი სკანდალი აიცილონ თავიდან. დაველოდოთ, თუ როგორ გადაწყდება 57 წლის დეპისა და 34 წლის ემბერ ჰარდის განქორწინების სკანდალური სასამართლო პროცესი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები