ბათუმში კიდევ ერთი ახალი ბიზნესკლასის სასტუმროს SKY TOWER გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ 21-სართულიან სასტუმროში 101 ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნომერია განთავსებული, 94 სტანდარტული და 7 ლუქსი.
მრავალფუნქციური სასტუმრო უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით. გარდა ამისა, სასტუმროში საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, ღამის კლუბი და სხვა ობიექტებია განთავსებული.
სასტუმროს 21-ე სართულზე SKY Bar-ი ტერასით იფუნქციონირებს.
სასტუმროს ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია BOOKING.COM–ზეც. სეზონზე ფასები 350 ლარიდან იწყება. ფასები დამოკიდებულია გამგზავრების თარიღზე და დაჯავშნის დროზეც.
სასტუმროს მშენებლობით 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე სასტუმროში 90 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობაზე კი დასაქმებული იყო 200 ადამიანი.
ახალი სასტუმრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და კომპანია „მეტროს“ დირექტორთან რაულ კახიძესთან ერთად გასხნა. ცერემონიას აჭარის მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=k7kTu9Ewqk8&feature=youtu.be
“მეტრო ატლას ჯორჯიამ” პროექტი Metrocity Batumi-ს განხორციელება 2015 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტი მიმდინარე წლის 1 ივლისს დასრულდა. პროექტი ორი კორპუსისგან შედგება, სადაც განთავსებულია 464 ბინა, რომლის 65% უკვე გაყიდულია. პროექტის ფარგლებში აშენდა ასევე სასტუმრო EUPHORIA-ც, სადაც 415 სასტუმრო აპარტამენტია. EUPHORIA-ში ასევე მოეწყო საქართველოში ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 1500 ადამიანზეა გათვლილი.
კომპანია “მეტრო ავრასია ჯორჯია” “ინტურისტ ბათუმი”-ს 50%-იან წილს ფლობს. “მეტრო ავრასია ჯორჯიას” შვილობილმა კომპანიამ ბათუმის საერთაშორისო ავტოსადგურის მშენებლობისთვის 14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც კომპანიის ინფორმაციით, 250 ადგილობრივია დასაქმებული. ავტოსადგომი ემსახურება, ადგილობრივ და საერთაშორისო მარშრუტებს.