LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰიდლსტონი და ზავი ეშტონი საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ

683
safe-image

39 წლის ტომ ჰიდლსტონისა და მისი კოლეგის, 35 წლის მსახიობის, ზავი ეშტონის რომანის შესახებ გასული წლიდან საუბრობენ, თუმცა, არცერთ მათგანს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო. ატლანტაში ტომი წლის დასაწყისში გადავიდა. როგორც ცნობილია იქ „მარველის“ მინისერიალის „ლოკის“ გადაღებები მიმდინარეობს.

„ტომი და ზავი ერთმანეთს საოცრად შეეფერებიან, ისინი ახლა შოუბიზნესისგან მოშორებით, სიმშვიდითა და მარტოობით ტკბებიან“, – აცხადებვს ინსაიდერი.

აღსანიშნავია, რომ ტომი ეშტონამდე ტეილორ სვიფტს ხვდებოდა, მანამდე კი სიუზან ფილდინგს. ტაბლოიდების ცნობით, ჰიდლსტონი ზავიზე თავდავიწყებითაა შეყვარებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები