მაკა ზამბახიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა: „ესეც დაპირებული ფოტოსესია მზესუმზირებში”. ფოტოსთვის მან მადლობა გადაუხადა ფოტოგრაფ მარიამ მამულაშვილს.
მაკა შესანიშნავ ფორმაშია კარანტინის შემდეგ და ამას მისი კიდევ ერთი ფოტოსესია ადასტურებს, რომელიც შავ-თეთრია და Estaf Faf-ს ეკუთვნის.
ყველა ფოტო ზემო ქედშია გადაღებული. იქ მაკამ კარანტინი ქმარ-შვილთან ერთად გაატარა.