თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელმა ექსპერტმა გალინა კარმუშინამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა გოგონას თვითმკვლელობის სცენა ინექციის გაკეთების შემდეგ დაედგათ.
„თეორიულად მოგახსენებთ – არსებობს ვარიანტი, რომ მას გაუკეთეს ინექცია ამ პრეპარატის და შემდეგ მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება, ეს ჩემი აზრია, რადგან საკმაოდ ფარტოდ გავრცელებული პროცესია თვითმკვლელობის ინცენირება, რომელიც პრაქტიკაში გვხდება. ინექციის დადგენა საკმაოდ ძნელია, თუ ესეთი შემთხვევა შესაძლებელია, მაშინ პრაქტიკულად შეუძლებელია დასადგენად, რადგან გვამი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო“ – განაცხადა ექსპერტმა.
რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის ფსიქოლოგთან ვიზიტის შესახებ
"როცა პანდემიის პერიოდში თერაპევტს ონლაინ ესუბრებოდა, ცდილობდა მისი ძმა არ ყოფილიყო სახლში"
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. გარდაცვლილის მამას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
გარდაცვლილის მამისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას გარდაცვლილის ოჯახი, იურისტთან ერთად ორი დღე ითხოვდა.
სწორედ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ ექნება ოჯახის იურისტს მიხეილ რამიშვილს საქმის მასალებზე წვდომა.
თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 23ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.