საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ამავე გვერდის მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 137 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 6 439, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 326 მოქალაქე იმყოფება.
კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 16 პაციენტი გარდაიცვალა.