LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაქცინა არსებობს, მაგრამ მას მალავენ“ – მადონას სკანდალური პოსტი კორონავირუსზე

157
safe-image

სკანდალურმა პოპ-მომღერალმა, მადონამ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კორონავირუსის შესახებ საუბრობს. 61 წლის ვარსკვლავის აზრით, ვირუსის ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა მას მალავენ, რადგან მდიდრები კიდევ უფრო მეტად გამდიდრდნენ. როგორც ჩანს მადონა covid-19 თან დაკავშირებით, შეთქმულების თეორიას იზიარებს.

„სიმართლე ჩვენ ყველას გაგვათავისუფლებს, თუმცა ზოგიერთ ადამიანს სიმართლის გაგონება არ სურს, განსაკუთრებით მათ, ვინც მმართველობის სათავეში იმყოფება და ვაქცინის ძიებაში თანხებს იღებს. ვაქცინა უკვე არსებობს და ის გამოცდილია, მაგრამ ჩვენ მას გვიმალავენ, რადგენა სურთ, მდიდრები უფრო მეტად გამდიდრნენ, ღარიბები კი უფრო გაღარიბდნენ“. – ამ სიტყვებით მიმართა მადონამ თავის 15 მილიონ გამომწერს.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში მადონამ კორონავირუსს „დიადი გამთანაბრებელი“ უწოდა. „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მდიდარი და პოპულარული ხარ, COVID-19, ეს „დიადი გამთანაბრებელია“ – განაცხადა არტისტმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები