სახელმწიფო ვერ ახერხებს ყველა ვაქცინის შემოტანას, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინიის შემოტანაზე “ფორტუნას” კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, საქართველოში ეროვნული ვაქცინაციის ცხრილი არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, თუმცა ეს ცხრილი ვაქცინების მხოლოდ 95%-ს მოიცავს.
”პრობლემა იმაშია, რომ ეროვნული ვაქცინაციის ცხრილში ვაქცინების 100%-ით მოცვა არ გვაქვს და ასეთი არცერთ ქვეყანას არ აქვს. რაც შეეხება ბოლო პერიოდში მენინგოკოკური ინფექციის 2 შემთხვევას, მთავარია, რომ მშობლებმა დროულად მიმართონ ექიმს. მენინგოკოკური ინფექცია არის რამდენიმე სახის: ვირუსული და ბაქტერიული. ვირუსული ინფექციის რისკებს ვაქცინა ამცირებს, რაც შეეხება ბაქტერიულს, ამ შემთხვევაში დროული მკურნალობაა საჭირო” – განაცხადა დავით სერგეენკომ.
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში 2 თვიანი შუალედით მენინგიტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ”ფორტუნას” განუცხადეს, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ამ ორ შემთხვევას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.