LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან რეინოლდსმა უცნობი გოგონას დაკარგული დათუნიას პოვნაში $5 000 გადაიხადა

304
page

რამდენიმე დღის წინ, კანადელმა მარა სორიანომ ნივთები დაკარგა, კუთვნილ ნივთებს შორის  მისი დათუნია იყო, რომელიც გარდაცვლილი დედის ხმის ჩანაწერს ინახავდა. გოგონამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას სხვა ნივთები, საბუთები, საათი და აიპადი არ ადარდება, მას მხოლოდ რბილი სათამაშოს დაბრუნება სურდა. აღნიშნულ პოსტს მსახიობი, რაიან რენოლდსი წააწყდა და გოგონას დათუნიას პოვნისთვის  5 000 დოლარი დააწესა.

„ვანკუვერო, $5 000 ნებისმიერს, ვინც დათუნიას მარას დაუბრუნებს, მგონი, ყველას გვჭირდება, რომ ეს დათუნია სახლში დაბრუნდეს“, – დაწერა მსახიობმა.

საბოლოოდ გოგონას საყვარელი ნივთი დაუბრუნდა, რაიან რეინოლდსმა კი გულისხმიერი საქციელის გამო, საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა.

„ყველაზე კეთილი მსახიობი ხარ“, „სიკეთე უკან დაგიბრუნდება“. – წერენ კომენტარებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები