LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე საკადრო გადაადგილება განხორციელდა

34

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე საკადრო გადაადგილება განხორციელდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  საკადრო გადაადგილების შედეგად, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს, საშტატო გადაადგილებები განხორციელდა საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოებში, შეიცვალნენ შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარა – გურიის, სამეგრელო – ზემო სვანეთის, სამცხე ჯავახეთის, მცხეთა მთიანეთისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, ამ დრომდე ვაკანტურია იმერეთის და რაჭა ლეჩხუმის სამმართველოს უფროსის პოსტი, ამ პოზიციებზე სამსახურის ქვედა რგოლებიდან დაწინაურდნენ კვალიფიციური კადრები, რომლებიც საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდნენ.
უწყების ინფორმციით, საგამოძიებო სამსახურის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით და არსებული ადამიანური რესურსის ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით, კვლავ გაგრძელდება შიდა რგოლებიდან პროფესიონალი კადრების დაწინაურება. სამსახურში რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი საშტატო გაადადგილებები და საკადრო დანიშვნები თვის ბოლოს დასრულდება.

magti 5g