საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი. ბოლო ინფორმაციით, განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 718 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.